2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი წარმოდგენილია 16 ბანკით. “თი ბი სი ბანკი” - სა და ბანკი რესპუბლიკას გაერთიანების შემდეგ, საბანკო სისტემის მთლიანი აქტივების 68% მოდის ორ უმსხვილეს ბანკზე: “თი ბი სი ბანკი” (35%) და “საქართველოს ბანკი” (33%). უმსხვილეს ბანკებში ასევე შედის ლიბერთი ბანკი 6%-ანი წილით და “ვი თი ბი ბანკი” 5%-ით.
PMCG-ს მონაცემებით, 2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მთლიანმა წმინდა მოგებამ 567 მლნ. ლარი შეადგინა რაც 25.1% - ით (114 მლნ. ლარი) აღემატება 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ გაზრდილია კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავლები (8.0%, 159 მლნ. ლარი) და ხარჯები (8.9%, 75 მლნ. ლარი), ხოლო მნიშვნელოვნადაა შემცირებული არაპროცენტული შემოსავლები (-28.9%, -337 მლნ. ლარი) და ხარჯები (-24.5%, -337 მლნ. ლარი). არასაპროცენტო ხარჯებისა და შემოსავლების შემცირება უმეტესად, ვალუტის კურსის გათვალისწინებით, სესხებისა და დეპოზიტების გადაფასების შედეგია.