გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. Apple აშშ-ში წარმოებას იწყებს. როგორც უცხოური პრესა წერს, საწყის ეტაპზე აშშ-ში კომპუტერებს ააწყობს, თუმცა ეს MAC არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ Apple-მა ქალაქ მესაში გიგანტური საწარმოო კორპუსი უკვე ააშენა, რომელსაც გრძელვადიანი ლიზინგით GT Advanced Technologies-სთვის უნდა გადაეცა. თუმცა 2014 წელს GT Advanced Technologies-ი გაკოტრდა. მას შემდეგ აღნიშნულ შენობას კომპანია სამუშაო ცენტრად იყენებს, სადაც iCloud-ის მომხმარებლების ინფორმაცია ინახება.