Apple-ს დირექტორებს ხელფასები შეუმცირდათ. კორპორაცია Apple-ს ხელმძღვანელმა გასულ ფინანსურ წელს ხელფასისა და ბონუსების სახით 8,85 მლნ დოლარი მიიღო, რაც 1,55 მლნ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებულ შემოასავალთან.
როგორც უცხოური პრესა წერს, ტიმ კუკის გარდა ხელფასი შეუმცირდათ Apple-ს ყველა დირექტორს.
სამაგიეროდ ტიმ კუკმა დამატებითი შემოსავალი, 136 მლნ დოლარი აქციების გასხვისებიდან მიიღო.
Apple-ს ფინანსურმა დირექტორმა ლუკა მაესტრომ და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ანგელა არენდტსიმ წლიური შემოსავლის სახით 23 მლნ დოლარი მიიღეს, რაც 2 მლნ დოლარით ნაკლებია 2015 წლის შემოსავლებთან.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს Apple-მა გაყიდვებიდან 215,6 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2015 წლის შემოსავლებთან შედარებით 7,7%-ით ნაკლებია.