ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია "გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება.
კომპანია "გაზპრომ-ექსპორტთან" მორიგი სამუშაო შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით შედგება.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველო "გაზპრომისგან" გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. ხელშეკრულება ერთწლიანია და მუდმივ განახლებას საჭიროებს. გაზპრომის წარმომადგენლები ჯერჯერობით უშედეგოდ ითხოვენ ტრანზიტის ფულით ანაზღაურებას. გუშინ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ ქართული მხარე ამ შეთავაზებას ამჯერად დათანხმდეს.