მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით აეროპორტი, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 6%-ით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2016 წელს მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 4 ათას 214 მგზავრს მოემსახურა. 2015 წელს კი აეროპორტმა სულ 4 ათას 465 მგზავრი მიიღო, შესაბამისად 2016 წელს აეროპორტის მგზავრების რაოდენობა 5,62%-ითაა შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 214%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ვიდრე 2014 წლელს.