თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 22%-ით გაეზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 21,95%-ით მეტი მგზავრი გაატარა, ვიდრე 2015 წელს. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს ქვეყნის მთავარი აეროპორტი 2 მლნ 252 ათას 535 მგზავრს მოემსახურა. 2015 წელს კი ეს მონაცემი მხოლოდ 1 მლნ 847 ათას 116 მგზავრს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს 2014 წელთან შედარებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 42,99%-ითაა გაზრდილი.