2016 წელს თურქეთმა მსოფლიო ბაზარს 6 668 820 ტონა ჩაი მიაწოდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელმზე 11,4%-ით მეტია.
რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, თურქეთმა 2016 წელს 20,4%-ით მეტი ჩაის რეალიზაცია მოახდინა. 2016 წელს თურქეთიდან სხვადასხვა ბაზარზე 29 მლნ დოლარის ჩაი გავიდა.
როგორც ჩაის ექსპორტიორთა ასოციაციაში განმარტავენ, თურქულ ჩაიზე მოთხოვნა იზრდება. მათი ინფორმაციით, დღეისათვის თურქული ჩაის მსოფლიოს 86 ქვეყანაში იყიდება.