ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელიას შემცვლელებად, ოთარ კახიძისა და ირაკლი აბესაძის კანდიდატურები განიხილება. ასევე, კულუარული ინფორმაციით, ნიკა მელია დამოუკიდებელ საპარლამენტო ფრაქციას შექმნის, რომელშიც სავარაუდოდ, 8 დეპუტატი გაერთიანდება.
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარე ამჟამად ნიკა მელიაა, ნაციონალური მოძრაობის 21 დეპუტატს აერთიანებს. ენმ-ის სიით გასულ კიდევ ექვს დეპუტატს უმცირესობაში შემავალი მეორე ფრაქცია, "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის" აქვს.
რაც შეეხება მელიას შემცვლელ სავარაუდო კანდიდატურებს, ირაკლი აბესაძე ამჟამად აღნიშნული ფრაქციის წევრია, ოთარ კახიძე კი ფრაქციის - „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ წევრი. შესაბამისად მისი კანდიდატურის განხილვის შემთხვევაში, მას ფრაქციის შეცვლა მოუწევს.