საქართველოში დადგა დრო, როცა უფრო მნიშვნელოვანია მოწყალება და არა სამართალი, - განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ.
თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულა დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხესთან გიგი უგულავას ოჯახის წევრები, თანაპრტიელები და ახლობლები დახბდნენ.
"პირველ რიგში მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა პოლიტპატიმარს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვყვას პოლიტპატიმრები და ჩვენი ყველას ამოცანაა, ეს პროცესი დასრულდეს. სანამ ჩვენ ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, მანამდე ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკა იქნება უკიდურესად რადიკალური, პასუხისმგებელი ამაზე ყოველთვის იქნებიან უმრავლესობა და მთავრობა. უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას, თუ ის გამოცხადებს ამნისტიას. ეს მას მხოლოდ ღირსებას შესძენს. თუ ამას ვერ ახერხებენ მთავრობა და უმრავლესობა, ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, მისი საკონსტიტუციო მოვალეობაა, გაასწოროს ის ნაკლოვანებები, რაც აქვს მთავრობას. საქართველოში დადგა დრო, როცა უფრო მნიშვნელოვანია მოწყალება და არა სამართალი და ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა",-აღნიშნა გიგი უგულავამ.