კიბერთავდასხმებში რუსეთის დადანაშაულება მიზნად დონალდ ტრამპის დისკრედიტაციას ისახავს. ამის შესახებ სკანდალური ვებ-გვერდის, ვილიკისის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა განაცხადა. მისივე თმით, დემოკრატები ამ ხერხით ტრამპის გუნდისთვის ლეგიტიმურობის ჩამორთმევას ცდილობენ, რომელიც სულ რამდენიმე დღეში თეთრ სახლში უნდა შევიდეს. ასანჟმა რუსეთს მიერ დემოკრატიული პარტიის მონაცემთა ბაზაზე ჰაკერული თავდასხმა გამორიცხა.