ჰუმანიტარული მიზნებისთვის განკუთვნილი თანხა, გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა ოფისს, სირიის ჰუმანიტარული რეაგირების გეგმის ფარგლებშიგადაერიცხება. გაეროს რეკომენდაციით, ამ ეტაპზე, ეს ალეპოში მცხოვრები ბავშვების დახმარების ერთადერთი საშუალებაა.
განცხადება, სირიაში დახმარების გაგზავნის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 17 დეკემბერს გააკეთა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს გაეროსთან ერთად, რათა როგორმე მიაწვდინოს ჰუმანიტარული დახმარებაალეპოში, „ძალიან დიდი განსაცდელში მყოფ ბავშვებს". პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მათი თანადგომა მნიშვნელოვანია და ამ პროცესში მსოფლიოთანამეგობრობა უნდა გაერთიანდეს.
სირიაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის შესამსუბუქებლად, მსოფლიო თანამეგობრობის განსახორციელებელ ღონისძიებებში,საქართველო თავიდანვე აქტიურად ჩაერთო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაამყარა კონტაქტები გაეროს წარმომადგენლობასთანთბილისში, ჟენევასა და ნიუ-იორკში. მთავრობის გადაწყვეტილებით ამ დახმარებას საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს.