„პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ზურაბ ჭიაბერაშვილის პარლამენტში სიტყვა მაგიდაზე ბრახუნით შეაწყვეტინეს.
ჭიაბერაშვილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან ქრება.
„შეთანხმება, რომელიც მიღწეული იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ,შვეიცარული მხარის შუამავლობით, ამ დრომდე შეუსრულებელია“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა., რასაც ადა მარშანიას რეპლიკა მოჰყვა. მან განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპატიჟა.
ადა მარშანია საკუთარი ადგილიდან ყვიროდა, რის გამოც მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წესრიგის დაცვა მოსთხოვა. ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლა მაგიდაზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს.
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ ითხოვს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობა დახურულ ფორმატში წარიმართოს.
აღნიშნული საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღის წერიგში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ დააყენა.
დეპუტატის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტში მოყვანილი რამდენიმე საკითხი სერიოზულ მსჯელობას მოითხოვს, მასზე საუბარი დახურულ ფორმატში იქნება.
მარშანიას მოსაზრება საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც საერთაშორისო დოკუმენტებს ეხება, უმჯობესია, ღია ფორმატში განიხილონ.
ვოლსკიმ მარშანიას აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში შესთავაზა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რეზოლუციის პროექტზე მსჯელობენ.
ეს.