ჩვენ სრულად ვიზიარებთ პასუხისმგებლობას იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც ცივილიზებული მსოფლიო დგას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხოდმაზე განახცადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში.
გარდა მისა, პრემიერის თქმით, 2016 წელს ძალაში შევიდა და სრულმასშტაბიანად ამოქმედდა ევროკავშირთან ასოციერების შეთანხმება.
"მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. მოგეხსენებათ, ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა გადაწყვეტილების მიმღებმა ევროკავშირის სამივე სტრუქტურამ და უახლოეს დღეებში ველოდებით ყველა საჭირო პროცედურის დასრულებას. იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილებსი შესაძლებლოობა, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები, პრინციპული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია",-აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ ვრცლად ისაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, იმ მნიშნელოვან ნაბიჯებსა და მიღწევებზე, რომელიც ამ პრიორიტეტების რეალიზაციის მიმართულებით არსებობს.