არგენტინის ექსპრეზიდენტი კრისტინა კრიშნერი კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ვარაუდით, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას არგენტინის საგზაო სამუშაოებზე ტენდერს მხოლოდ კრიშნერის ოჯახთან დაახლოვებული კომპანია იგებდა. ბრალდებას კრიშნერი უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული შავი პიარ-კამპანია წამოიწყეს.