„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. სხდომას პოლიტსაბჭოს 30 დეპუტატი უნდა დასწრებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში სულ 60 წევრია.
სხდომა 17:00 საათისთვის იყო დაგეგმილი. ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სამუშაო თათბირი მიმდინარეობს.
პოლიტსაბჭოს ჩაშლის შესახებ ოფიციალური განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ გაუკეთებიათ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პოლიტსაბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიუღებლად მიიჩნევდნენ.