„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებული პარლამენტის განცხადების პროექტი „ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“ ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად იქნა წარდგენილი. ენმ-ის დეპუტატებმა მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს.
თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი დაინტერესდა, აქვს თუ არა მიღებული მსგავსი დოკუმენტი ევროპის რომელიმე ქვეყნის პარლამენტს. გიგი წერეთელის განმარტებით, წამყვანმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სირიის მოვლენებტან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირეს.
რაც შეეხება ,,პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებს, ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს განახორციელოს აგრესია საქართველოს მიმართ. მისი თქმით, შესაძლოა, ენმ-ს დირექტივა რუსეთის სპეცსამსახურებიდან ჰქონდეს მიღებული.
დისკუსიის შემდეგ ბიუროს სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა და გადაწყდა, რომ რეზოლუციის პროექტზე მსჯელობა დაჩქარებული წესით არ მოხდება.