მთიან ყარაბაღში კვლავ სროლის ხმა ისმის. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლო 24 საათის განმავლობაში 35-ჯერ დაარღვია. აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან მთელი ღამის განმავლობაში უხსნიდნენ. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.