2016 წლის პოლიტიკოსად გიორგი მარგველაშვილი აღიარეს. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის ორგანიზებით, წლის ადამიანებისა და კომპანიების - „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოებაზე ნომინაციაში წლის პოლიტიკოსი, გამარჯვებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდა.
გიორგი კვირიკაშვილი საქართელოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2015 წლის დეკემბრიდან იკავებს. მანამდე კი 2015 წლის სექტემბრიდან - 2015 წლის დეკემბრამდე ის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე გიორგი კვირიკაშვილი იყო სევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. აღსანიშნავია, რომ .
2013 წლის ივლისიდან - 2015 წლის დეკემბრამდე მასვიცე-პრემიერის პოსტიც ეკავა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ოქროს პერგამენტის“ ფარგლებში ჯილდო 11 ნომინაციაში გაიცა.
გამარჯვებულები საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდნენ. სულ საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2157 რესპონდენტი.
2016 წლის „ოქროს პერგამენტის" ლაურეატები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში: წლის პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი, ჟურნალისტი, სპორტული მენეჯერი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, წლის ტელეპროექტი და „ოქროს პერგამენტის" საპატიო ლაურეატი.
2016 წლის ადამიანებისა და კომპანიების - "ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატების სარეიტინგო შერჩევაში მონაწილეობა 100-მა ექსპერტ-სპეციალისტმა მიიღო. სარეიტინგო შერჩევის საფუძველზე შედგა ნომინატების სია და გამოკითხვის ანკეტა.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო „ფორტუნა", გაზეთი"ვერსია", გაზეთი „ქართული სიტყვა", GHN, "მთავარი.ინფო". „პრაიმნიუსჯორჯია“.
ღონისძიების სპონსორებია: რესტორანი „ჭაშნაგირი", სასტუმრო „მუზეუმი"