ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას გამორიცხავს. როგორც მინისტრი აცხადებს, გარკვეული მიმართულებით მოხდა ტარიფების მატება "თბოსადგურების" ტარიფებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები ელექტროენერგიაზე გაძვირებულ გადასახადს გადაიხდიან.
„ტარიფებს ადგენს მარეგულირებელი კომისია და სხვათაშორის, ამასთან დაკავშირებით გუშინ მათ გააკეთეს განცხადება და დღევანდელი გადმოსახედიდან, ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება. ასევე განიხილეს „თბოსადგურის“ ტარიფები, გარკვეული მიმართულებით მოხდა ტარიფების მატება „თბოსადგურების“ ტარიფებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქე ელექტროენერგიაზე გადაიხდის გაძვირებულ გადასახადებს. ასე რომ, თუ იქნება იმის აუცილებლობა,რომ კურსიდან გამომდინარე ტარიფები გადაიხედოს, გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას. დღეს ამის აუცილებლობა არ არის და ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ აბსურდული და არასერიოზული განცხადებებისგან“, - განაცხადა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.