„ვენდი“ საახალწლო წარმოდგენაზე პირველად არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვიშის საათის“ ბენეფიციარ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მასპინძლობს. 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ ამერიკული რესტორანი21 დეკემბრიდან 30დეკემბრის ჩათვლითდა 2 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით, დღეში 2 სეანსი საახალწლო წარმოდგენებსყველა მსურველისთვისაცგამართავს. სადღესასწაულო განწყობას ბავშვებს ყველასათვის საყვარელი ანიმატორი „ვენდი“, საახალწლო გმირები- ელზა,ელფი დასანტა შეუქმნან.
წინასაახალწლოდ „ვენდიში“ სტუმრად მოსულ ბავშვებს 2 საათიანი ჯადოსნური წარმოდგენა და განსაკუთრებული სიურპრიზები ელით. უამრავი თამაში და საახალწლო აქტივობა, სანტა კლაუსი უამრავი საჩუქრით, სპეციალური საახალწლო საბავშვო მენიუ 2 ჯერ მეტი „ვენდის“ მონეტით ბავშვებს დაუვიწყარ დღესასწაულს აჩუქებს. “ვენდის“ საახალწლო წვეულებების პარტნიორები არიან გამომცემლობა “პალიტრა L” და „როშენი“.
საახალწლო წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთების შეძენა „ვენდის“ დაბადების დღის ცენტრებში, ფილარმონიის სალაროებსა და ვებ საიტ www.TKT.ge-ზეაშესაძლებელი. ბილეთის ფასი 25 ლარია.
„ვენდის“ ამერიკულირესტორნებისქსელისგანვითარება „ვისოლჯგუფმა“ 2013 წელსდაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვეჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.