საპარლამენტო უმრავლესობა მანიპულაციას უწოდებს ექსპერტებისა და ოპოზიციის კრიტიკას მთავრობის ოთხ პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ლარიზაციას გულისხმობს.
ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ საუბარი იმაზე, თითქოს მთავრობის ნაბიჯებმა გავლენა იქონია ეროვნული ვალუტის კურსზე, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მანიპულაციური არის იმის თქმა, რასაც აკეთებენ ჩვენი ოპონენტები. თითქოს მთავრობის პროგრამა იწვევს ამ ტიპის მოვლენებს ან მთავრობის ქმედებები იწვევს ასეთ მოვლენებს. ეს არის არასწორი. ჩვენ ვიცით, რომ დოლარი მყარდება ყველა ვალუტასთან მიმართებაში, ვიცით რა მდგომარეობაა ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში, მთავარია ჩვენ ინფლაციის დონე შევინარჩუნოთ ისეთი, რომ არ აისახოს ნეგატიურად მოსახლეობაზე,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ფასების მასშტაბურ მატებას არ ელოდება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე.