,,ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში, ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურში გადაიზრდება.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ეკონომიკაში ამაჟამად უაღრესად მძიმე კრიზისული მდგომარეობაა.
„მთავრობა ახლაც დგამს დიამეტრალურად საწინააღმდეგო ნაბიჯებს იმისა, რაც წესით, კრიზისის დროს მთავრობამ უნდა გააკეთოს. ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში გარდაუვალია, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურ კრიზისშიც გადაიზრდება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.