ბათუმის ახალი ბულვარი ინვესტორებისათვის მიმზიდველობას იძენს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, ამ დროისთვის ტერიტორიაზე დაახლოებით 640 მლნ ლარის ინვესტიცია მიმდინარეობს, საიდანაც 250 მილიონი ლარი კი უკვე განხორციელებულია.
„ბოლო წლებში ახალი ბულვარი საინვესტიციო პროექტების განხორციელების კუთხით მიმზიდველ ადგილად იქცა. ამ დროისთვის ტერიტორიაზე დაახლოებით 640 მლნ ლარის ინვესტიცია მიმდინარეობს, საიდანაც 250 მილიონი ლარი კი უკვე განხორციელებულია.
მხოლოდ ახალ ბულვარში ამ დროისთვის მიმდინარე სასტუმროების მშენებლობით ქალაქში გაჩნდება: 1700 სასტუმრო ნომერი და 2600 ახალი სამუშაო ადგილი“, აცხადებს რამაზ ბოლქვაძე.