თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მოსკოვში ჩაფრინდა. 20 დეკემბერს მევლუთ ჩავუშოღლუ მონაწილეობას მიიღებს სამმხრივ მოლაპარაკებებში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელ მოჰამად ჯავად ზარიფთან ერთად გაიმართება.