2016 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1831 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (1400 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (781 მლნ. აშშ დოლარი).
2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10830 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1920 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8911 მლნ. აშშ დოლარს (29 პროცენტით მეტი). აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 6513 მლნ. აშშ დოლარს (1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 6991 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1506 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0,5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2011-2016 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.