თბილისში Hilton-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. Hilton Hotels & Resorts-მა კომპანია „გრანათან“ ხელშეკრულება ოფიციალურად უკვე გააფორმა და ამით თბილისში სასტუმროს ახალი ფილიალის გახსნა დაანონსა. Hilton-ის თბილისის სასტუმროს 206 ნომერი ექნება და ის სტუმრებს 2019 წლიდან უმასპინძლებს.
ისტორიულ შენობას, რომელიც კოსტავას 59-ში მდებარეობს, სრულად შეუნარჩუნდება პირვანდელი ფასადი, რომელიც Hilton-ის დიზაინის ნაწილი გახდება.
ნაგებობას დაემატება შუშის დაშენება, სადაც სასტუმროს ბარი და სპა-ცენტრი განთავსდება.
„Hilton-ის სასტუმრეობი ევროპის ქვეყნების 30 დედაქალაქშია განთავსებული და დღეს ამ წარმოსადეგ სიას თბილისიც შეუერთდა. Hilton-ის რეგიონალური სტრატეგიაა, გააფართოვოს თავისი ქსელი აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებში. თბილისის მრავალფეროვანი ეკონომიკა, მდგრადი საერთაშორისო ინფრასტუქტურული ინვესტიციები და ტურისტებისთვის გათვალისწინებული ყოველწლიური ღონისძიებების დატვირთული განრიგი, საქართველოს დედაქალაქს ჩვენი ბიზნესისთვის მომხიბვლელს ხდის“, აცხადებს Hilton-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ვიცე-პრეზიდენტმი, პატრის ფიცგინონი.
შეგახსენეთ, რომ ახალი Hilton-ი, თბილისში, კოსტავას ქუჩის 59-ში გაიხსნება. ამ ადგილიდან, ქალაქში განთავსებული კულტურული ღირშესანიშნაობები თუ სავაჭრო ცენტრები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია აქვს, რაც გულისხმობს 2025 წლამდე ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ მარშრუტად გადაქცევას და საქართველოს იმიჯის საერთაშოროსო ბაზარზე გაძლიერებას.
„ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც ჰილტონი თბილისია ჩვენს სტრატეგიას ხელს შეუწყობს და მეტ ტურისტს მოიზიდავს დედაქალაქში“, აღნიშნა ქუმშიშვილმა.
“ეს არის სასტუროსთან დაკავშირებული ჩვენი პირველი დეველოპერული პროექტი და ვამაყობთ, რომ სწორედ ჰილტონია ჩვენი პარტნიორი. აღსანიშნავია, რომ დიზაინის მიხედვით, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საბჭოთა დროის შენობის ფასადის რეკონკსტრუქცია მოხდება და პირველადი სახე შეუნარჩუნდება. მხოლოდ დაემატება შუშის დაშენება, სადაც განთავსდება ჰილტონის ბარი და სპა -ცენტრი. ინვესტიციის მოცულობა 50 მილიონ დოლარს შეადგენს“, ამბობს Hilton-ის პარტნიორი კომპანია „გრანატის“ აღმასრულებელი ოფიცერი ელგუჯა ცინცაძე.
სასტუმროში ასევე გათვალისწინებულია 1,000 კვ.მ. ფართის საკონფერენციო და წვეულებების დარბაზი.
Hilton Hotels & Resorts-ი ამჟამად 18 ახალი ფილიალის განვითარებაზე მუშაობს. 2015 წელს ამ ქსელს ბათუმიც შეუერთდა. საგულისხმოა, რომ თბილისში ჭავჭავაძის ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს Hilton Garden Inn- ის მშენებლობა, რომელიც 2018 წელს დასრულდება.