მომავალი წლისთვის აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების პროგნოზი შეესაბამება 10 დეკემბერს ვენაში მიღწეულ შეთანხმებას ოპეკის წევრი ქვეყნებისა და სხვა არაწევრი ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო.
"აზერბაიჯანში ნავთობის დღე-ღამური მოპოვება 2017 წელს ვენური შეთანხმების გათვალისწინებით შეადგენს 800-807 ათას ბარელს, მაშინ როცა მიმდინარე წელს ის შეადგენს 842 ათას ბარელს".
აზერბაიჯანის ხელისუფლება 2017 წლისთვის ვარაუდობს ნავთობის მოპოვებას 39 796,9 ათასი ტონის დონეზე, რაც 3,7 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, გაზის მოპოვების პროგნოზი უცვლელია, ვინაიდან შეთანხმება ამას არ ითვალისწინებს. 2017 წლის შედეგებით გაზის მოპოვება აზერბაიჯანში ივარაუდება 28,39 მლრდ კუბამეტრის ოდენობით, რაც 2,9 პროცენტით ნაკლებია მიმდინარე მაჩვენებელთან შედარებით.
2015 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება შეადგენს 41 628,3 ათას ტონას, გაზის - 29 175,1 მილიონ კუბამეტრს.