კიბერთავდასხმების თემა კვლავ აქტუალურია. დემოკრატიული პარტიის სერვერზე განხორციელებულ თავდასხმებში ობამამ პუტინი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. „დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ ჰაკერული თავდასხმები რუსებმა განახორციელეს. რუსეთში კი პუტინის გარეშე არაფერი ხდება,“-განაცხადა ობამამ. ანალოგიური განცხადება მან გუშინ რადიო ენ-პი-არის ეთერშიც გააკეთა და რუსეთს საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა. ის, რომ ჰაკერული თავდასხმები რუსებმა მოაწყვეს, დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს გარდა გვიან ღამით გამოძიების ფედერალურმა ბიურომაც დაადასტურა.