საქართველოს მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნებისმიერი სახის მხარდაჭერა სირიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა ნილ სკოტმა განაცხადა.
როგორც ნილ სკოტმა აღნიშნა, საქართველო არის გაერო-ს საკმაოდ აქტიური წევრი, ის ძალიან ეფექტურად მუშაობს გენერალურ ასამბლეაში.
„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ სირიაში ირღვევა ჰუმანიტარული პრინციპები. ეს არის ტრაგედია, როდესაც 2016 წელს ჩვენ ვხვდებით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აბსოლუტურად საშინელ დარღვევას. ამ მხრივ საქართველო შესაძლოა, ჩაერთოს მრავალ დონეზე. საქართველო არის გაერო-ს საკმაოდ აქტიური წევრი, ის ძალიან ეფექტურად მუშაობს გენერალურ ასამბლეაში. საქართველო არის ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს შეუძლია ისაუბროს ძალიან მკაფიოდ სირიაში მიმდინარე ადამიანის უფლებების დარღვევებზე. მეორე მხრივ, სირიაში მიმდინარეობს ჰუმანიტარული ოპერაცია, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და საქართველოს მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მისი ნებისმიერი სახის მხარდაჭერა უკიდურესად მნიშვნელოვანი, ღირებული და დროული იქნება”, - განაცხადა ნილ სკოტმა.