„გაზრდილი გადასახადები, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ნიშნავს იმას, რომ მოკლათ ის საგადასახადო ბაზა, საიდანაც შემოსავალს ელოდებით“ - ასე მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.
,,განსხვავება იმ ორ ბიუჯეტს შორის, რომელიც პარლამენტში სექტემბერსა და დეკემბერში შემოვიდა ხარჯვით ნაწილშია და ის 860 მილიონის შეადგენს. რა მოხდა სექტმებრიდან დეკემბრამდე ისეთი, რაც თქვენ გაძლევთ საშუალებას მეტი დახარჯოთ? ამ პერიდოში ეკონომიკური ზრდა შემცირდა, ლარი კატასტროფულ მდგომარეობაშია და თქვენ ამხელა სხვაობას აკეთებთ. ეს იქნება ძალიან სავალალო შედეგების მომტანი.
რა შეილძლებოდა გაგეკეთებინათ? - შეგეძლოთ ხარჯები არ გაგეზარდათ, იმპორტსა და აქცისზე გადასახადი არ გაგეზარდათ“, - მიმართა ჭიაბერაშვილმა საპარ;ლამენტო უმრავლესობას.