საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეჰშომ საქართველოს მიმდინარე და მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკონომიკური აქტივობის ზრდას მომავალი წლიდან 4%-ის ფარგლებში ელის.
„ჩვენი თავდაპირველი პროგნოზის გამოქვეყნების შემდეგ, ფაქტიური ეკონომიკური აქტივობა იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ მოველოდით. მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა ცხრა თვის განმავლობაში 2.7% იყო, მაშინ, როცა ჩვენ 3.4%-ს ვვარაუდობდით. ამდენად, ეკონომიკური აქტივობის ზრდას მომავლი წლიდან 4%-ის ფარგლებში ველით, გამომდინარე იმ დაშვებიდან, რომ მომავალ წელს კერძო და საჯარო ინვესტიციები გაიზრდება“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა.