ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
16 დეკემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6686 ლარი იქნება.
15 დეკემბერს ოფიციალური კურსი 2.6604 ლარი იყო.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.8004 ლარად იქნება შესაძლებელი.