დოლარი გამყარებას, ლარი კი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,66 ლარია. ეროვნულ ბანკთან შედარებით, განსხვავებულია ლარის კურსი კერძო ჯიხურებში. ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზად ოპოზიცია მთავრობის უმოქმედობასა და არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს. მმართველი გუნდი კი გამოსავალს ლარიზაციის გეგმაში ხედავს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობის მთავარი მიზანი ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებაა.