კახეთში ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობდნენ. კერძო სექტორისწარმომადგენლებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდნენ. კახეთისტურისტული მიმართულების განვითარების მიზნით შეხვედრაზე ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, ტრანსპორტირება, თელავის აეროპორტის მიმართულებით შიდა ჩარტერული რეისების დანიშვნა, გომბორისუღელტეხილზე გადმოსახედის მოწყობა და სხვა საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ღვინის გზის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულიმარნების იდენტიფიცირებას ახდენს, რეკომენდირებული მარნებისთვის კი მანიშნებლები და სახელობითიდაფები მზადდება.