საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინფორმაციით, საერთაშორისო სავაჭრო პალატას გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა.
გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი 193 წევრმა დაუჭირა, მიღებულ იქნა 2016 წლის 13 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე.
როგორც პალატაში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება ისტორიული მიღწევაა საერთაშორისო სავაჭრო პალატისთვის, რადგანის აძლევს მას უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენდეს პალატის წევრებს მსოფლიოში ყველაზე დიდ საერთაშორისო ფორუმზე. ICC არის ერთადერთი კერძო სექტორის ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით, რომელსაც გაერომ დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა. გაეროს დამკვირვებელთა სია უაღრესად შეზღუდულიადა და მასში, ძირითადად, სამთავრობათშორისო ორგანიზაციები არიან წარმოდგენილები.
გადაწყვეტილება ICC-ისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვან დროს იქნა მიღებული. გაეროს 2030 სამოქმედო გეგმის თანახმად, უპრეცედენტო ყურადღება არის გამახვილებული კერძო სექტორზე, რომელიც უზრუნველჰყოფს მდგრად განვითარებას; მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი, რათა დაძლეულ იქნას მზარდი პოპულისტური და პროტექციონისტული ძალები გლობალურ ეკონომიკაში. საერთაშორისო სავაჭრო პალატის დამკვირვებლის სტატუსი გაეროში, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ბიზნესის პირდაპირ ხმას გაეროს სისტემაში იმ პოლიტიკის გასაჟღერებლად, რომელიც მოემსახურება ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ თანამშრომლობას.
"ეს არის იმ დიდი როლის აღიარება, რაც გულისხმობს, რომ ბიზნესს ხელეწიფება უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანოს უკეთესი და მშვიდობიანი სამყაროს შექმნაში. საერთაშორისო სავაჭრო პალატისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებით, გაერო აგზავნის ძლიერი სიგნალს, რომ ის აღიარებს ბიზნესს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს. ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ, რომ კერძო სექტორი ითამაშებს მნიშვნელოვან როლს გაეროს 2030 სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.“ აცხადებს ICC-ის თავმჯდომარე სუნილ ბჰარტი მიტალი.
რეზოლუცია ICC-ისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების თაოაბაზე წარადგინა საფრანგეთმა- საერთაშორისო სავაჭრო პალატის მასპინძელმა ქვეყანამ, რომელსაც მხარი 22სხვა წევრს ახელმწიფომ დაუჭირა. ICC უკვე მუშაობს გაეროს სპეციალიზებულ სააგენტოებთან და ორგანიზაციებთან მსოფლიოს მასშტაბით, რათა უზრუნველყოს ბიზნესის ჩართულობა და წვლილიისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობის სტანდარტები თუ კლიმატური ცვლილებები. ICC აგრეთვე ჩართული იყო გაეროს 2030 სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, როგორც ბიზნესის ოფიაიცალური წარმომადგენელი, რამაც განაპირობა სამოქმედო გეგმაში მდგრადი განვითარების კომპონენტის ჩასმა.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12,000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.