ელენე ხოშტარია ოპონენტებს და თანაგუნდელებს ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს.
"ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამას ქართული საზოგადოება იმსახურებს მთელი წლების განმავლობაში ერთგულების გამო, რაც მან ზოგადად ევროპული ფასეულობებისადმი გამოხატა.
ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, მე მინდა მივულოცო ჩვენ ოპონენტებს და მინდა მივულოცო ჩემი გუნდის წევრებს, რომლებმაც ამაზე ძალიან ბევრი იმუშავეს. ასევე იმ ადამიანებს, რომელთა სახელებიც ჩვენ შეიძლება არ ვიცით, მაგრამ შეიტანეს ძალიან დიდი წვლილი ამ პროცესში.
ეს არ არის ბოლო გაჩერება, ეს არის ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ მართლაც სრულუფლებიანი წევრი ევროკავშირის და მას შეუძლია კონკრეტული სიკეთე მოუტანოს ჩვენ მოქალაქეებს განსხვავებით ბევრი სხვა მეზობელი ქვეყნისგან, რომელსაც მუქარის და პრობლემის გარდა არაფერი მოუტანია ჩვენი ქვეყნისთვის”, აცხადებს ხოშტარია.