ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ მამუკა ჩიქოვანის განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც აქციზზე ფასების ზრდას ითვალისწინებს ისედაც გაღარიბებულ ქვეყანას და მოსახლეობას, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს.
„არ შეიძლება არ გამოვეხმაურო იმ ადამიანებს, რომელებიც გადასახადების, აქციზის ზრდას აპროტესტებენ. მინდა მანთ სოლიდარობა გამოვუცხადო და ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდო, რომ ეს გაიზიარონ. ეს ადმაიანები ამ გადაწყვეტილების გამო ძალიან დიდი პრობლემებში აღმოჩნდნენ. ხელისუფლებამ ისინი გაწირა. კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება. მათ მოსახლეობის დიდი ნაწილს, პრაქტიკულად ყველანაირი საარსებო წყარო გადაუკეტეს.
ხელისუფლება ფუთავს ამ გადაწყვეტილებას ეკოლოგიური თემით, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს დიდი ტყუილია.“- განმარტა ჩიქოვანმა.