პირველი ვიცეპრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყველა საერთაშორისო საფინანსოინსტიტუტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს. „ყველა საფინანსო ორგანიზაციასთან მჭიდროდვთანამშრომლობთ. ისინი დადებითად აფასებენ რეფორმის ყველა ნაწილს - მოგების გადასახადის რეფორმას, ფისკალურისტიმულირების ღონისძიებებს, ასევე, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, მათ შორის, აქციზის განაკვეთებისზრდის ნაწილში. ასევე, ერთმნიშვნელოვნად დადებითია ის შეფასებები, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა გააკეთესლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.