„Buying Business Travel Awards 2016”-ის დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველო საუკეთესო საქმიანი ტურიზმის(MICE) დანიშნულების ადგილად დაასახელეს. ნომინაციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო წარდგენილიიყო აზერბაიჯანის, ქ. დუბაისა და სხვა დამკვიდრებული საქმიანი ტურიზმის მიმართულებებთან ერთად.
დაჯილდოების ორგანიზატორებმა აღნიშნეს საქართველოს მიმართ უკანასკნელ პერიოდში გაზრდილი ტურისტულიინტერესი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მიერ მცირე დროში მიღწეულიწარმატებები.
„აღნიშნული ჯილდო ჩვენი ქვეყნისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია და კარგად ასახავს, რომ საქართველო წარმატებითაგრძელებს ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაციას. აქვე, მსურს, მადლობა ვუთხრა ყველა იმ კომპანიას დაორგანიზაციას, რომლებიც საქართველოში საქმიანი ტურიზმის მოზიდვასა და განვითარების ხელშეწყობაში არიანჩართული; ეს ჯილდო სწორედ მათ პროფესიონალიზმსა და მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს“. - აცხადებს გიორგიჩოგოვაძემ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ოფიციალური ფუნქციონირება 2016 წლისთებერვალში დაიწყო. აღნიშნული ბიუროს მთავარ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE)განვითარების ხელშეწყობა და ქვეყანაში სხვადასხვა სახის შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების,გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის წახალისება. ამასთან, საზღვარგარეთ საქართველოსსაქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
საქმიანი ტურიზმი (MICE) განვითარების ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რადგან საქმიანი ტურიზმის მიზნით მოგზაური პირები მსოფლიოს მასშტაბით გამოირჩევიან მაღალი მხარჯველობის უნარით. დიდია მათი მხრიდან განმეორებითი ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა, წარმოშობს ინვესტიციების მოზიდვის ახალ პლატფორმას, ასევე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს.