აჭარის ტურიზმის დეპარტამეტმა იზმირის მე-10-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „Travel Turkey Izmir 2016” მიიღო მონაწილეობა. დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები გამოფენაზე სასტუმრო „დივან სუიტი“-ს წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა. გამოფენის სტუმრებს აჭარის სტენდთან საშუალება ჰქონდათ აჭარის შესახებ მომზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გაცნობოდნენ და ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ.
იზმირის საერთაშორისო ტურისტული გამოფენაში 1000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა, რაც საშუალებას აძლებს ტურისტულ ბიზნესის მფლობელებს საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ. ყოველწლიურად მზარდია გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობაც. გასულ წელს, ჯამში გამოფენაზე წარმოდგენილი ტურისტულ კომპანიებსა და ორგანიზაცოების მასალებს 33 688 ადამიანი გაეცნო.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თურქეთში წელს მეორე გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ზოგადად, რეგიონის ტურისტული პროდუქტები და პოტენციალი კი დეპარტამენტმა მიმდინარე წელს 17 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.
„თურქეთში გამოფენებში ჩვენ 2008 წლიდან ვმონაწილეობთ. ყველაზე მეტი ტურისტი და ვიზიტორიც რეგიონს სწორედ თურქეთიდან ჰყავს. მაგალითად, 2016 წლის 11 თვის საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, რეგიონს 962 382 თურქი მოგზაური სტუმრობდა. იზმირის გამოფენა წელს იყო ბოლო გამოფენა, სადაც აჭარის ტურისტულ პოტენციალს გავუწიეთ რეკლამირება, შემდეგი წლისთვის კი ჩვენ უფრო მეტ გამოფენაში ვგეგმავთ მონაწილეობას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა ქეთევან დოჭვირმა.