საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი ოპტიმალური და მაქსიმალურად მორგებულია ადმინისტრაციის საჭიროებებზე,- ასე უპასუხა ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჟუნრალისტის კითხვას - პრეზიდენტი ბიუჯეტის შეკვეცას ხომ არ აპირებს?
ეკა მიშველაძის განმარტებით, ოპტიმიზაცია ხდება იმ დაწესებულებებში და იმ უწყებებში, სადაც ამის საჭიროებაა.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი არის ოპტიმალური და მაქსიმალურად მორგებულია ადმინისტრაციის საჭიროებებზე. ოპტიმიზაცია ხდება იმ დაწესებულებებში და იმ უწყებებში, სადაც ამის საჭიროება და აუცილებლობა არსებობს. აქ კი ყველა თანამშრომელი ასრულებს თავის დაკისრებულ მოვალეობას“,- აღნიშნა ეკა მიშველაძემ.