Etihad-ი და TUI Group-ი, რომლებიც მსოფლიოს ტურიზმის წამყვანი მოთამაშეები არიან, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას ქმნიან.
ახალი ლოუ-ქოსტერი რიგით მეექვსე იქნება EasyJet-ის, Ryanair-ის, Norwegian-ის, Vueling-ისა და Wizz Air-ის შემდეგ.
ავიაგადამზიდავს, რომელიც პირდაპირ რეისებს ევროპის მიმართულებით განახორციელებს, 60 ავიალაინერი ეყოლება.
კომპანიის ავიაპარკში უმეტესი თვითმფრინავი Boeing-737-ი და Airbus A320-ი იქნება.
ავიაკომპანიის ზუსტი სახელწოდება ამ დროისათვის ცნობილი არ არის. თუმცა ცნობილია ის, რომ ლოუ-ქოსტერი პირველ ავიარეისს 2017 წლის აპრილში განახორციელებს.