ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 13-14 დეკემბერს , სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან" და კომპანია„ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.
კახა კალაძე კომპანია „ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობას ქალაქ მინსკში 14 დეკემბერს შეხვდება, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის" წარმომადგენლებს ქალაქ ვენაში, 13 დეკემბერს.
კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან" მორიგი სამუშაო შეხვედრა , არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება.