ბეთლემში ბავშვებისთვის სადღესასწაულო აღლუმი მოეწყო. საშობაო ფესტივალის ორგანიზატორებმა პალესტინელი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნეს. მსახიობებმა ქრისტეს შობის სცენაც გაითამაშეს. პალესტინის ტერიტორიაზე 50 ათასი ქრისტიანი ცხოვრობს, რომლებიც შობის დღესასწაულის სამზადისში არიან. ბეთლემში საშობაოდ პილიგრიმებს მთელი მსოფლიოდან ელოდებიან.