კონსტიტუციის პროექტის ის ნორმა, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული, პარლამენტში მიღებული არ იქნება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, კომისიის მუშაობა ეფექტურად წარიმართოს.
“ჩვენი მთავარი ამოცანაა, დაიდოს შედეგი. ამისთვის შეირჩა კომისიის ყველაზე ადეკვატური ფორმატი მუშაობისთვის. მთავარი ამოცანაა, კომისიის მუშაობა ეფექტურად წარიმართოს. ამ შედეგზე, მე როგორც კომისიის თავმჯდომარემ ავიღე პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, პასუხისმგებლობა ავიღება თავად დოკუმენტის შინაარსზე. ახლავე შემიძლია დავდო პირობა, რომ კონსტიტუციის პროექტის თუნდაც ერთი ნორმა, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული, პარლამენტში არ იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება, ხოლო კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს მომავალი წლის 30 აპრილამდე შეიმუშავებს, რის შემდეგაც პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები დაიწყება.