საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ათენის კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. დეპუტატის განმარტებით, კონფერენციაზე დაისმება გენერალური ასამბლეის საქართველოში ჩატარების საკითხი, რომლის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაშიც, აღნიშნული იქნება საქართველოს მორიგი აღიარების და მსოფლიო ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდის კარგი საშუალება.
მისივე განმარტებით, ათენის კონფერენცია მიზნად ისახავს შეაჯამოს განვლილი 2016 და დაგეგმოს 2017 წლის საქმიანობა.
ცნობისთვის: მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეა, მსოფლიოს 25 ქვეყნის პარლამენტარებს აერთიანებს და მისი, როგორც საერო-პოლიტიკური ორგანიზაციის მიზანია, მართლმადიდებლური, როგორც ევროპული რელიგიის ღირებულებების გავრცელება მთელ მსოფლიოში.
ზაქარია ქუცნაშვილი 2016 წელს აირჩიეს ამ ორგანიზაციის მმართველი რგოლის - საერთაშორისო სამდივნოს წევრად.
საერთაშორისო სამდივნო, სულ 7 წევრისაგან შედგება.