,,ქართული ოცნება“ პარლამენტში კიდევ რამდენიმე ფრაქციას შექმნის. ,,ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ, 4 ახალი ფრაქცია შეიქმნება. კერძოდ, ფრაქცია ექნებათ ზვიად ძიძიგურის "კონსერვატიულ პარტიას" და გია ჟორჟოლიანის "სოციალ-დემოკრატიულ პარტიას", ერთ-ერთ ფრაქციას უხელმძღვანელებს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი. ასევე განიხილება კიდევ ერთი ფრაქციის შექმენას, რომელსაც გედევან ფოფხაძე უხელმძღვანელებს.
„ქართული ოცნების“ ფარგლებში, ამ დროისთვის, ორი ფრაქციაა შექმნილი, რომელთაგან ერთს მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობს, ხოლო მეორეს - სიმონ ნოზაძე.