მინისტრებთან ასეთ რაკურსში საუბარი, რომ თქვენ აუცილებლად ციხეში უნდა იჯდეთ, არ შეესაბამება ჩვენი შეხვედრის ფორმატს, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს.
„თუ თქვენ გაქვთ რაიმე დასაბუთებული პრეტენზია, არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ შეკითხვას, მათ შორის ჩემი კაბინეტის წევრი მინისტრობის კანდიდატები, გავცეთ პასუხი“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ირმა ინაშვილმა პარლამენტში, ფრაქციასთან შეხვედრისას, მინისტრობის რამდენიმა კანდიდატს მიმართა, რომ ციხეში უნდა ისხდნენ.