პიკაპის ტიპის სამხედრო ავტომობილი, მცხეთის შესასვლელი ხიდიდან მტკვარში გადავარდა და შედეგად ერთი ადამიანი, მედდა, გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს და აცხადებს, რომ ფაქტი თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია და გამოძიება დაადგენს. ინფოარმაციას და კადრებს ,,დია ტვ" ავრცელებს.