გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრებს ხვდებიან, ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას მისი გუნდი მხარს არ დაუჭერს.
"მთავარი მიზეზია აგულაშვილი, გიორგაძე, ქუმსიშვილი, ალავიძე, ჩვენ ამ კანდიდატურებს არ ვუჭერთ მხარს, შესაბამისად, არ არის პერსონალური მხარდაჭერა, აღნიშნულ კაბინეტს ,პატრიოტთა ალიანსი“ ნდობას არ გამოუცხადებს. კულტურის მინისტრთან მიმართებაში ეს არის საყდრისის აფეთქება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და უნდა აგოს პასუხი. მე ვეუბნები, რომ დრო მოვა და ციხეში წავა,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.